loader

სოსო პავლიაშვილი არჩილ კბილაშვილს მადლობას უხდის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოსო პავლიაშვილი არჩილ კბილაშვილს მადლობას უხდის

მომღერალი სოსო პავლიაშვილი НТВ-ს გადაცემა Центральное телевидение-ს სტუდიაში იყო მიწვეული, სადაც მან იმ ბრალდებაზე ისაუბრა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მისი მისამართით გავრცელდა. საქმე ეხება ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობას, რომელიც პავლიაშვილის ბავშვობის მეგობარი იყო.

"მე და ჩემმა მეუღლემ ინტერნეტიდან შევიტყვეთ ამ ამბის შესახებ. შოკირებულები ვიყავით, მაგრამ ეს ყველაზე საშინელი არ არის. ყველაზე საშინელი არის ის, რომ ავთო ადუაშვილი ჩემთვის ბიზნესმენი კი არა, ახლო ადამიანი იყო და ყველაფერს გავიღებდი იმისთვის, რომ აქ ყოფილიყო და ჩემს გვერდით მდგარიყო. რაც შეეხება იმას, ეს პროვოკაცია იყო თუ არა, მე რამდენიმე ვერსია მაქვს. სამწუხაროდ, ბოლო წლებში იმ რეჟიმს, რომელიც საქართველოში მეფობდა, არაადეკვატური დამოკიდებულება ჰქონდა ჩემი და იმ ქართველების მიმართ, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. მადლობა ღმერთს, ახლა უკვე ნელ-ნელა ურთიერთობები რეგულირდება ქვეყნებს შორის. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს გენერალურ პროკურორს არჩილ კბილაშვილს, რომელმაც უარყო ეს ნაბოდვარი", - აცხადებს მომღერალი.

შეგახსენებთ, ინფორმაციის გავრცელებისთანავე არჩილ კბილაშვილმა უარყო, რომ სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია