loader

შეწყვიტეთ ბრძოლა რაბათის წინააღმდეგ - ვანო მერაბიშვილი მთავრობას მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეწყვიტეთ ბრძოლა რაბათის წინააღმდეგ - ვანო მერაბიშვილი მთავრობას მიმართავს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რაბათის წინააღმდეგ ბრძოლა შეწყვიტონ.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დღევანდელი ხელისუფლება სრულიად გაუგებარი მიზეზით ებრძვის ახალციხის რაბათის კომპლექსს.

როგორც ვანო მერაბიშვილი აცხადებს, ჯერ ყველა ობიექტი დაიხურა, რომელიც რაბათის ციხის ტერიტორიაზე მდებარეობდა, რის შედეგადაც 165-მა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი. გარდა ამისა, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ამბობს, რომ დაიკითხა ყველა მშენებელი, რომელიც რაბათის ციხეზე მუშაობდა; ასევე, ყოფილი გამგებელი და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა რეკონსტრუქციამდე რაბათის და ახლანდელი რაბათის ფოტოები. მერაბიშვილის განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში ეს კომპლექსი ყველა ახალციხელის სიამაყედ იქცა და ეს იყო ყველაზე ნათელი წერტილი ამ რეგიონში.

ასევე იხილეთ: ვანო მერაბიშვილს ახალციხეში "პიერ კარდენის" მაღაზია დაკეტილი დახვდა

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია