loader

ავღანეთში შეიარაღებული ძალების 33-ე და 42-ე ბატალიონები ჩავიდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავღანეთში შეიარაღებული ძალების 33-ე და 42-ე ბატალიონები ჩავიდნენ

საქართველოს შეიარაღებული ძალების 33-ე და 42-ე ბატალიონები უკვე ავღანეთში არიან. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი ჯარისკაცები ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მომავალი 6 თვის განმავლობაში იმსახურებენ.

33-ე და 42-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა, ამერიკელი და ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, ბაზა "ლეზერნიკზე" დასკვნით სწავლებას გადის.

ქართული ბატალიონების როტაციის პროცესი ავღანეთში აქტიურ ფაზაშია. 33-ე და 42-ე ბატალიონები მე-12 და 32-ე ბატალიონებს მომავალი ოთხი კვირის განმავლობაში ეტაპობრივად ჩაენაცვლებიან.

ნატო-ს ეგიდით წარმოებულ ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად ქართულმა დანაყოფებმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში" გაიარეს. ბატალიონის პირადი შემადგენლობა იმყოფებოდა გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) გადიოდა.