loader

დავსვათ პირისპირ თელია და საია-ს თანამშრომელი; ვნახოთ, ვინ უკეთ აღზრდილია - გია ხუხაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დავსვათ პირისპირ თელია და საია-ს თანამშრომელი; ვნახოთ, ვინ უკეთ აღზრდილია - გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი ბათუმში 28 მარტს მომხდარი ინციდენტის მაპროვოცირებლად საია-ს თანამშრომელს მიიჩნევს. ამის შესახებ ხუხაშვილმა ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემა "პოლიტმეტრში" აღნიშნა, სადაც ასევე მიწვეული იყო საია-ს ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე.

"ეს ჩანს ფირიდან. ვისაც ერთხელ მაინც უჩხუბია, ძალიან კარგად ჩანს ეს კადრებში. ვინც ჩემს სიტყვებში ეჭვს შეიტანს, მზად ვარ, ნაბიჯ-ნაბიჯ გავარჩიო მასთან ერთად ეს კადრები. მზად ვარ, დავჯდე. კიდევ რამდენიმე თბილისელია, ვისაც ერთხელ მაინც უჩხუბია. შევიკრიბოთ, გავარჩიოთ ეს კადრები და ვინ მოახდინა კონფლიქტის პროვოცირება, ძალიან კარგად ჩანს. თმენის ვალდებულება რა თქმა უნდა, ჰქონდა თელიას, მაგრამ საია სერიოზულ როლს თამაშობს საზოგადოებაში და მასაც აქვს თმენის ვალდებულება. მაშინ, როცა მათი თანამშრომელი ნასვამი ჯდება საჭესთან, დარღევით მოძრაობს, ერთი სიტყვით მაინც ეთქვათ, რომ არც ისაა ანგელოზი. საია-ს თანამშრომელი ძალიან უსაქციელოა, პირდაპირ გეტყვით. დავსვათ პირდაპირ ეთერში თელიაც და საიას თანამშრომელიც, ერთმანეთთან ასაუბრეთ და საზოგადოებამ შეაფასოს, ვინ ვინ არის; რომელი უკეთ აღზრდილია, დავინახოთ" - აღნიშნა ხუხაშვილმა.

ასევე იხილეთ: "ბოქსიორი პოლიციის შეფი" - სცემა თუ არა თელიამ საია-ს მძღოლი?