loader

რა მოთხოვნები აქვთ ახალქალაქის და ნინოწმინდის სომხებს ბიძინა ივანიშვილთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მოთხოვნები აქვთ ახალქალაქის და ნინოწმინდის სომხებს ბიძინა ივანიშვილთან

ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან ჩამოსულმა ეთნიკურმა სომხებმა სახელმწიფო კანცელარიის წინ აქცია გამართეს. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილე სტეპან ივანასიანმა განაცხადა, მათ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა სურდათ. მისი თქმით, პრემიერის ინფორმირება არ ხდება და აქედან გამომდინარე, ის არ რეაგირებს რეგიონის პრობლემებზე.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრს სთხოვენ, ნინოწმინდასა და ახალქალაქში ის ცვლილებები გატარდეს, რასაც ხალხი არჩევნების შემდეგ ელოდა. შეკრებილები ასევე  გამოეხმაურნენ ზოგიერთი მაღალჩინოსნის განცხადებასაც რეგიონში სეპარატიზმის ფაქტებთან დაკავშირებით. კერძოდ, აქციის მონაწილეების განცხადებით, სეპარატიზმის გაღვივებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უწყობს ხელს თავისი განცხადებებით.

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ტრანსპარანტი "ჯავახეთში სეპარატიზმი არ არის" და "ქართული ოცნების" დროშები.