loader

მძღოლი "კანფეტა" - ღიმილიანი მგზავრების ნაცნობი მძღოლის უცნობი ცხოვრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძღოლი "კანფეტა" - ღიმილიანი მგზავრების ნაცნობი მძღოლის უცნობი ცხოვრება

უამრავი მძღოლის მსგავსად, მთელი დღე საჭესთან ზის და მგზავრებს ემსახურება. თუმცა, სხვებისგან განსხვავებით, მის მიკროავტობუსში ასვლისთანავე ყველას სიურპრიზი ხვდება. ეს #66 სამარშრუტო ტაქსის მძღოლი თემურია, რომელსაც მეტსახელად "კანფეტას" ეძახიან.

ყოველ საღამოს მეორე დღისთვის მგზავრების გასახარებლად კანფეტებს იმარაგებს, თუმცა თავად არაერთი ფინანსური პრობლემა აქვს. თემურის ოჯახი ამჟამად მისგან შორს, ქუთაისში ცხოვრობს. მისი ყველაზე დიდი ოცნება ძველი ცხოვრების დაბრუნება და შვილის გვერდით ყოფნაა.

იხილეთ "კვირის პალიტრის" სტატია

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია