loader

ისტორიაში რჩება მხოლოდ ის ადამიანი, ვინც აშენებს - ვანო მერაბიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისტორიაში რჩება მხოლოდ ის ადამიანი, ვინც აშენებს - ვანო მერაბიშვილი

არ მოგანგრევინებთ არც გუმბათს და არც ჯვრის ელემენტებს გაგატანინებთ მეჩეთიდან, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა რაბათის ციხესთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროში მიმდინარე მრგვალ მაგიდასთან შეკრებილ ხელისუფლების წარმომადგენლებს.

მერაბიშვილის განმარტებით, ნგრევის წინააღმდეგ ის მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოიყენებს. "ისტორიაში რჩება მხოლოდ ის ადამიანი, ვინც აშენებს. ისტორია ივიწყებს იმ ცენზორების გვარებს, ვინც ებრძვის და აჩერებს მშენებლობას. ამიტომ 100 წლის მერე არავის ეხსომება ეს თათბირი და მათი გვარები, ვინც დასცინის რაბათის ციხის მშენებლობას. კრიტიკოსები ჰყავდა ყველა ქართულ ძეგლს, სვეტიცხოველსაც ჰყავდა კრიტიკოსები. თქვენ ვერ შეძლებთ იქ ვერაფრის მოშლას. ამისთვის ჩემს ხელთ არსებულ ყველა ძალას გამოვიყენებ, წინ აღვუდგებით ყველანაირ ნგრევას - არ მოგანგრევინებთ არც გუმბათს, არც ჯვრის ელემენტებს გაგატანინებთ მეჩეთიდან", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

ამასთან, მან მრგვალი მაგიდის მონაწილეებს კონკრეტული წინადადებითაც მიმართა და აღნიშნა, რომ თუ ახალი ხელისუფლება რაბათის ციხეში რესტავრაციას უკეთ განახორციელებს, პირველი მხარდამჭერი ის იქნება.

"მოდით, თქვენ სხვა არქიტექტორებთან ან იგივე არქიტექტორებთან, თუმცა ახალი ხელმძღვანელობით გააკეთეთ ეს. თუ აღმოჩნდება, რომ თქვენი გაკეთებული იქნება უკეთესი, მე ვიქნები პირველი ადამიანი, ვინც ვაღიარებ, რომ თქვენი გაკეთებულით უფროა შენარჩუნებული ისტორიული მემკვიდრეობა, უფრო ლამაზია, უფრო მეტი ადამიანი ნახულობს და მე თავად ჩავუდგები სათავეში და თუ თქვენ გამბედაობა არ გეყოფათ, მოვანგრევ ჩვენს აშენებულ ყველა შენობას", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია