loader

უკანონო იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკანონო იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული იარაკლი ბ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, წყალტუბოში, გამსახურდიას ქუჩაზე, ირაკლი ბ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხსასროლი იარაღი ერთი მჭიდით და 23 ცალი ვაზნით ამოიღეს.

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.