loader

სასწრაფო, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა, ავარიის დროს ამობრუნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასწრაფო, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა, ავარიის დროს ამობრუნდა

რუსეთში, ტუმენში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მანქანაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. მაღალი სისწრაფით მიმავალმა მსუბუქმა ავტომობილმა, ყურადღება არ მიაქცია სასწრაფო დახმარების სირენას, გზა არ დაუთმო და შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ სასწრაფოს მანქანა ამობრუნდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების მანქანაში ბავშვი იმყოფებოდა, თუმცა მისი საავადმყოფოში გადაყვანა დროულად მოხერხდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.