loader

ბიძინა ივანიშვილმა არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან დელეგაცია მიიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა ივანიშვილმა არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან დელეგაცია მიიღო

"დაბი-ჯგუფის" თავმჯდომარე, არაბთა გაერთიანებული საემიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და სათემო განვითარების მინისტრი, შეიხი ნაჰაიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰაიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეიხი ნაჰაიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰაიანი ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად საქართველოში დღეს დილით ჩამოფრინდა. შეხვედრას, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და განათლების მინისტრები, ასევე, საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"დაბი-ჯგუფის" ხელმძღვანელი საქართველოს შვილებთან ერთად სტუმრობს. 20-კაციანი დელეგაცია აბუ-დაბიდან საქართველოში დღეს დილით ჩამოფრინდა. საერთაშორისო აეროპორტში მათ ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე გიორგი ბაჩიაშვილი დახვდნენ. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან დუბაის კომერციული ბანკის თავმჯდომარე საიდ გობაში, საემიროების სადაზღვევო კომპანიის თავმჯდომარე ფადელ ალ დარმაკი და სხვა წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები.

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია