loader

ვის და რატომ უგზავნის ვანო მერაბიშვილი პირად წერილებს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვის და რატომ უგზავნის ვანო მერაბიშვილი პირად წერილებს?

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი მთავრობას დაპირების შესრულებისა და წინასაარჩევნო პერიოდში მათი აქტივისტების დაკითხვაზე დაბარების შეჩერებისკენ მოუწოდებს. როგორც მერაბიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიუხედავად მოახლოებული შუალედური არჩევნებისა, მათი აქტივისტების დაკითხვაზე მასობრივი დაბარება არ წყდება.

ყოფილი შს მინისტრის განმარტებით, სოლიდარობის ნიშნად, აქტივისტებს, რომლებიც დაკითხვაზე იმყოფებოდნენ, მისი პირადი წერილი გაეგზავნება. "მე გადავწყვიტე, ყველა იმ აქტივისტს, რომელიც დაკითხეს, გავუგზავნო პირადი წერილი, გამოვუცხადო სოლიდარობა, ამოვუდგე მხარში. წერილები დღეს მივა ადრესატებთან. მე მათ მადლობას ვუხდი და მოვუწოდებ, არ გაიტეხონ გული და საქართველოს სამსახურში დარჩნენ", - აღნიშნა მერაბიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აქტივისტების ნაცვლად მზადაა, გამოძიების ნებისმიერ შეკითხვას თავად გასცეს პასუხი, რადგან "ყველაფრის საქმის კურსში იყო".

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია