loader

ხელმოცარული ქილერი მსხვერპლმა გააქცია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხელმოცარული ქილერი მსხვერპლმა გააქცია

სათვალთვალო კამერებმა დაქირავებული მკვლელი დააფიქსირეს, რომელმაც ბიზნესმენის მკვლელობა სცადა. ლეონიდ კოლესნიკოვი სავაჭრო ცენტრში, სადაც მისი რამდენიმე მაღაზია მდებარეობს, დილის 10 საათზე მივიდა.

ლეონიდმა "ტოიოტას" მარკის ავტომობილი ოფისთან ახლოს გააჩერა და მანქანიდან გადმოსვლას აპირებდა, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი მიუახლოვდა, მინიდან იარაღი დაუმიზნა და ესროლა. პირველი ტყვია ბიზნესმენს მხარში მოხვდა და როდესაც ქილერი მეორე ტყვიის გასროლას შეეცადა, მოულოდნელად იარაღმა გაჭედა. დაჭრილმა მსხვერპლმა კარი გააღო, რამაც მკვლელი დააფრთხო და ინსტინქტურად შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. თუმცა, როგორც ჩანს, მალევე გაახსენდა, რომ შეკვეთა არ შეუსრულებია და მანქანიდან გადმოსულ ბიზნესმენს დაედევნა. თუმცა დავალება სისრულეში მაინც ვერ მოიყვანა, რადგან ამჯერად დაცვის თანამშრომელი დაედევნა მას.

მხარში დაჭრილი ბიზნესმენი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.