loader

რატომ აიკრძალა პარკირება თბილისის იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ აიკრძალა პარკირება თბილისის იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე

თბილისის იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე პარკირება დროებით აიკრძალა. ადმინისტრაცია ფაქტს მომხმარებელთა უსაფრთხოების ნორმების დაცვით ხსნის. უწყებაში განმარტავენ, რომ პარკინგის მშენებლობა დასრულებული არ იყო, რის გამოც ავტოსადგომის ექსპლოატაციაში შესვლა საფრთხეს შეიცავდა.

ავტოსადგომის დროებით დახურვასთან დაკავშირებით განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ მოქალაქეები. მათი ინფორმაციით, პარკირებისთვის განკუთვნილი მინუს ერთი სართული მტკვრის წყალმა დატბორა. ადმინისტრაცია აღნიშნულ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს.

იუსტიციის სახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ავტოსადგომზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყება და პარკინგი ორ თვეში ამოქმედდება. მანამდე კი უწყების თანამშრომლებსა და ვიზიტორებს ავტომანაქანის გასაჩერებლად თავდაპირველად ხანგრძლივი დროის განმავლობაში თავისუფალი ადგილის ძებნა და შემდეგ კი ორი ლარის გაღება უწევთ.