loader

"ეზელის" ქართული ხმები და მაისურები სერიალის გმირების გამოსახულებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეზელის" ქართული ხმები და მაისურები სერიალის გმირების გამოსახულებით

ქართული გახმოვანების შემოქმედებითი ჯგუფი ყველაზე მაღალრეიტინგულ და მაღალბიუჯეტიან თურქულ სერიალ "ეზელს" "პალიტრა TV"-ისთვის ახმოვანებს. მსახიობები უკვე ერთი თვეა, გახმოვანებაზე მუშაობენ და ახალ სერიებს თვითონაც მოუთმენლად ელიან. ამბობენ, რომ "ეზელი" ყველასგან გამორჩეული და ემოციურად დატვირთულია. საყვარელი გმირების საპატივცემულოდ კი მაისურებიც დაბეჭდეს.

კრიმინალური სერიალი "ეზელი" კინოინდუსტრიაში 2009 წელს გამოჩნდა. 2011 წელს კი საერთაშორისო ბაზარზე აღმოჩნდა და უამრავ ქვეყანაში მაყურებლის მოწონება და სიყვარული დაიმსახურა. პროდიუსერები გვპირდებიან, სერიალი იმდენად საინტერესოდ ვითარდება, რომ ქართველი მაყურებელი თვალს ვერ მოწყვეტს.

პოპულარული თურქული სერიალი, რომელმაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მილიონობით თაყვანისმცემელი შეიძინა, თავის თაყვანისმცემლებს ახლა საქართველოში, "პალიტრა TV"-ზე ელოდება.

"პალიტრა TV"-ს თითქმის ყველა საკაბელო ტელევიზიის საშუალებით შეგიძლიათ უყუროთ. მათ შორის: სილქტივის, კავკაზუსის და გლობალ TV-ს ეთერში.