loader

გიგი კალანდაძე "რეალ ტვ"-ის გროტესკულ პერსონაჟს დაამსგავსეს - ირაკლი ალასანია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიგი კალანდაძე "რეალ ტვ"-ის გროტესკულ პერსონაჟს დაამსგავსეს - ირაკლი ალასანია

ირაკლი ალასანიამ კომენტარი გააკეთა გიგი კალანდაძის განცხადებებზე. მინისტრის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" კონკრეტული დეპუტატები ახალგაზრდა გენერალს პოლიტიკური ინსინუაციებისთვის იყენებენ.

გიგი კალანდაძემ დღეს ტელეკომპანია "რუსთავი 2-თან" საუბარში განაცხადა, რომ მას მოუხდა ირაკლი ალასანიას წარსულის გახსენება.

"მან ახსენა ჩემი წარსული, შეიარაღებულ ძალებში ჩემი 18-წლიანი მოღვაწეობა და სამწუხაროდ, მომიხდა მე მისი წარსულის გახსენება. ორი ადამიანი 14 წლის ასაკში გარდაიცვალა. არიან მშობლები, რომელთაც ჰქონდა პრეტენზია იმისა, რომ დღევანდელი თავდაცვის მინისტრი იღებდა მონაწილეობას გარკვეული კუთხით. ეს არის თოხმაედი და რეხვიაშვილი", - განაცხადა გიგი კალანდაძემ.

გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა დღესვე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე მას ალასანია ესაუბრა და თანამშრომლობა შესთავაზა.