loader

9 ავტომანქანის გაქურდვაში ბრალდებული ორი პირი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

9 ავტომანქანის გაქურდვაში ბრალდებული ორი პირი დააკავეს

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა 1997 წელს დაბადებული გიორგი ს. და 1993 წელს დაბადებული ლაშა დ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულებმა 4 აპრილს თბილისში, დედოფლისწყაროს, წურწუმიას და ქურხულის ქუჩებზე, ღამის საათებში, ცხრა სხვადასხვა მარკის ავტომანქანის მინა დააზიანეს და მაგნიტოფონები, პანელები და პულტები მოიპარეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მეტროსადგური "ავლაბრის" მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.