loader

ცხინვალში შევედით ჩვენ და ეს იყო სწორი გადაწყვეტილება - პაატა დავითაია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცხინვალში შევედით ჩვენ და ეს იყო სწორი გადაწყვეტილება - პაატა დავითაია

ცხინვალში შევედით ჩვენ, - ამის შესახებ გადაცემა "ღია ეთერში" აგვისტოს ომის მიზეზების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, ყოფილმა დეპუტატმა პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, რადგან საქართველოში რუსეთის ჯარი შემოდიოდა. აღნიშნულ საკითხზე დავითაიამ განმარტება მას შემდეგ გააკეთა, რაც გადაცემის კიდევ ერთმა სტუმარმა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ მას შეახსენა, რომ "როცა ტელეკამერები გამორთული ეგონა, ცხინვალში სწორედ ქართული საჯარისო ნაწილების შესვლის შესახებ გააკეთა განცხადება".