loader

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოსნაირი ქვეყანა არც ყოფილა და არც იქნება - ილია მეორე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოსნაირი ქვეყანა არც ყოფილა და არც იქნება - ილია მეორე

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოსნაირი არც ყოფილა და არც იქნება, არც ქვეყანა და არც ხალხი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების ტაძრის მოლოცვის შემდეგ განაცხადა.

უწმინდესმა ტაძარში შეკრებილი მრევლი დალოცა და მათ მცირე ქადაგებით მიმართა. პატრიარქმა მადლობა შესწირა უფალს და მრევლს მისთვის ლოცვებისათვის. მან მრევლს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იმყოფებოდა ფინეთში, შეხვდა ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს და იქ მცხოვრებ ქართველებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ფინეთიდან საქართველოში რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა. ილია მეორე აეროპორტიდან პირდაპირ ყოვლადწმინდა სამების ტაძრისკენ გაემართა, ტაძარი მოილოცა და იქ შეკრებილები დალოცა.