loader

ავღანეთიდან დაბრუნებული ქართველი სამხედროების ემოციური შეხვედრა ოჯახებთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავღანეთიდან დაბრუნებული ქართველი სამხედროების ემოციური შეხვედრა ოჯახებთან

ქართველი სამხედროები ოჯახებს დაუბრუნდნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კაპრალი გიორგი ანჯაფარიძე და სერჟანტი მერაბ ცაავა დღეს ოჯახებში გაუფრთხილებლად მივიდნენ. ოჯახის წევრები მათ არ ელოდებოდნენ და ჯარისკაცებს მშობლები, მეუღლეები და შვილები განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ.

კაპრალი ანჯაფარიძე და სერჟანტი ცაავა ავღანეთში III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის შემადგენლობაში მსახურობდნენ. ისინი სამშობლოში 156 თანამებრძოლთან ერთად დღეს გამთენიისას დაბრუნდნენ. სამხედროებს აეროპორტში III ქვეითი ბრიგადის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი დახვდა.

32-ე ბატალიონი ISAF-ის მისიის ფარგლებში ავღანეთში 6 თვის განმავლობაში წარმატებით ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ბატალიონის საქართველოში დაბრუნება ეტაპობრივად ხორციელდება.

ასევე იხილეთ: პირველი შეხვედრა შვილთან და ხელში ატაცებული მამა - ავღანეთიდან დაბრუნებული ქართველები