loader

სამართალდამცველებთან შეხლა-შემოხლის დროს ქალმა თავი დაიზიანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამართალდამცველებთან შეხლა-შემოხლის დროს ქალმა თავი დაიზიანა

ფიზიკური დაპირისპირება მოხდა თამარაშვილის ქუჩაზე, ამიერკავკასიის შტაბის ყოფილ შენობასთან, - ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, დევნილებმა და სოციალურად დაუცველებმა საპატრულო პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა მათ ეზოში გაშლილი კარვის აღება მოთხოვეს. უარის მიღების შემდეგ სამართალდამცველებმა კარავი, რომელშიც ბოლო დღეების განმავლობაში დევნილები ცხოვრობდნენ, ძალით აიღეს. შეხლა-შემოხლის დროს თვითდაზიანებები მიიყენა ერთ-ერთმა ქალბატონმა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ათამდე ეკიპაჟი.