loader

ავარიის შედეგად ბელგიაში 5 რუსი მგზავრი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავარიის შედეგად ბელგიაში 5 რუსი მგზავრი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია

ხუთი ადამიანი დაიღუპა ავარიის შედეგად ბელგიის ქალაქ ანტვერპენში. ვოლგოგრადიდან პარიზში მიმავალი ავტობუსი, რომელშიც რუსი მოზარდები ისხდნენ, გზიდან გადავიდა. ჯერჯერობით ცნობილია, რომ დაღუპულია 3 ბავშვი, ერთი ზრდასრული ადამიანი და ავტობუსის მძღოლი.

დანარჩენი მგზავრები სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ავტობუსში სულ 42 მგზავრი იმყოფებოდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა.