loader

სამაჯური მარიამ საჯაიასთვის და გასახდომი პროცედურები - რაში ხარჯავდა ფულს პრეზიდენტი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამაჯური მარიამ საჯაიასთვის და გასახდომი პროცედურები - რაში ხარჯავდა ფულს პრეზიდენტი?

პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების, მეგობრების თუ სტუმრების საზღვარგარეთული ვოიაჟები და ძვირფასი საჩუქრები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფარული ხარჯებიდან ფინანსდებოდა. შესაბამისი ინფორმაცია დეპუტატმა ირინა იმერლიშვილმა დღეს პარლამენტს წარუდგინა.

"ისტერიკა, რომელიც სახელმწიფო დაცვის სამსახურში და შესაბამის კანონში განხორციელებულმა ცვლილებებმა გამოიწვია, განპირობებული იყო იმით, რომ როდესაც ეს სამსახური პრეზიდენტის დაქვემდებარებაში იყო, მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, ხარჯები იყო გასაიდუმლოებული და ედო გრიფი "საიდუმლო". მას შემდეგ, რაც სამსახური მთავრობის დაქვემდებარებაში გადავიდა, გრიფი მოეხსნა. ამა წლის 12 მარტს მივმართეთ მთავარ პროკურატურას, რომ გადმოეცა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებთან დაკავშირებული ინფორმაცია. პასუხი და მიღებული მასალები შოკისმომგვრელია", - აცხადებს ირინა იმერლიშვილი.

იხილეთ სრულად interpressnews.ge

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია