loader

Georgian Journal-მა დიპლომატიური კორპუსისთვის წვეულება გამართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Georgian Journal-მა დიპლომატიური კორპუსისთვის წვეულება გამართა

ინგლისურენოვანმა გამოცემა "Georgian Journal"-მა დიპლომატიური კორპუსისთვის წვეულება გამართა და ხუთ სიმბოლურ ნომინაციაში გამარჯვებული ელჩები დააჯილდოვა. 

ნომინაციაში - ყველაზე კარგი რესპონდენტი დაჯილდოვდა იტალიის ელჩი ფედერიკა ფავი. ლიტვის ელჩი იონას პასლაუსკასი ქართულად ყველაზე კარგად მოსაუბრე ელჩის ნომინაციის გამარჯვებული გახდა.

ნომინაციაში - ყველაზე ხელმისაწვდომი (კონტაქტური) ელჩი "Georgian Journal"-მა ორი დიპლომატი, ლატვიის ელჩი ელიტა გავალე და ბრაზილიის ელჩი კარლოს ალბერტო ასფორა გამოარჩია. დაჯილდოვდა ყველაზე სპორტული ელჩიც. ეს ტიტული უნგრელ დიპლომატ შანდორ სჟაბოს ერგო. ეკოლოგიის მეგობარ დიპლომატად კი ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი დასახელდა.

ღონისძიების ფარგლებში სიმბოლური პრიზი გაზეთ "Georgian Journal"-ის მთავარ რედაქტორს, ნუგზარ რუხაძესაც გადაეცა.

"Georgian Journal" "მედია პალიტრის" ჰოლდინგში შემავალი ყოველკვირეული გამოცემაა. ახალი ამბების, თანამედროვე პოლიტიკის, ეკონომიკის, ბიზნესის, საზოგადოებისა თუ სხვა ზოგადი მიმართულებების გარდა, გაზეთში დიდი ადგილი ეთმობა ქართული ტრადიციების აღწერასა და ისტორიულ რუბრიკებს, რომლის მიზანია, უცხოელებს მაქსიმალურად მიეწოდოთ ინფორმაცია საქართველოს, მისი კულტურისა და ტრადიციების შესახებ.