loader

5 დაღუპული და 170 დაშავებული - მასშტაბური აფეთქება ტეხასში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

5 დაღუპული და 170 დაშავებული - მასშტაბური აფეთქება ტეხასში

ხუთი ადამიანი დაიღუპა, 170 კი დაშავდა ტეხასში, სასუქის ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად. საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელთა ცნობით, 40-მდე მოქალაქე მძიმე მდგომარეობაშია. თვითმხილველების თქმით, აფეთქების შედეგად ცაში ცეცხლის უზარმაზარი ბურთი წარმოიქმნა.

აფეთქება ქალაქ უეიკოსთან ახლოს მდებარე ქარხანაში აშშ-ის დროით 19:50 საათზე მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება. ადგილობრივი ხელისუფლება მსხვერპლის რიცხვის ზრდას არ გამორიცხავს.