loader

"რატომ გაგვიმეტა სასიკვდილოდ 26 მაისს?!" - აქციის მონაწილე ვანო მერაბიშვილს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რატომ გაგვიმეტა სასიკვდილოდ 26 მაისს?!" - აქციის მონაწილე ვანო მერაბიშვილს მიმართავს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ყოფილ შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე მოწინააღმდეგე მივიდა. როგორც ერთ-ერთმა ქალბატონმა, ნინო თედორაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის პენსიონერთა ასოციაციის პრეზიდენტია და დაგეგმილ აქციაში მონაწილეობა ერთადერთი მიზეზით სურს - ვანო მერაბიშვილს შეკითხვა პირადად დაუსვას.

"როცა მთავრობის წარმომადგენელი, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, რატომ გაგვხადა "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მსხვერპლი?! ჩვენი ასოციაციის სამ სხვადასხვა ადგილზე მდებარე ოფისი სამჯერ დაარბია; ასევე, მაინტერესებს, რატომ გაგვიმეტა სასიკვდილოდ 26 მაისს, როცა ოპოზიციის აქციაში ვმონაწილეობდით" - განაცხადა ნინო თედორაძემ.

მისივე განმარტებით, მერაბიშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი მის კერძო საკუთრებაშიც შეიჭრა. "სახლში, რომელიც ჩემს საკუთრებაშია, უკვე წლებია, დევნილი სპეცრაზმელი გიორგი პირველი ცხოვრობს. აღნიშნულზე 2005 წლიდან არის საქმე აღძრული, თუმცა გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა. გამოძიება, სწორედ მერაბიშვილის მითითებით, ამ დრომდე შეჩერებულია", - აღნიშნა პენსიონერთა ასოციაციის პრეზიდენტმა.

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია