loader

ღარიბაშვილის ესკორტი რუსთაველზე და მრავალრიცხოვანი კოლონა თბილისისკენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ღარიბაშვილის ესკორტი რუსთაველზე და მრავალრიცხოვანი კოლონა თბილისისკენ

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის შეწყვეტამდე რამდენიმე წუთით ადრე, გამზირზე შინაგან საქმეთა მინისტრის ესკორტმა ჩაიარა და არსებული მდგომარეობა დაათვალიერა. სამანქანო მოძრაობა გამზირზე დაახლოებით 15:00 საათზე შეწყდა.

ყოფილი პარლამენტის შენობის წინ დამონტაჟებულ სცენასთან აქციის მონაწილეები თანდათან იკრიბებიან. მათ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებიც უერთდებიან. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები.

ამასთან, თბილისში უკვე ჩამოდიან კოლონები რეგიონებიდან. კახეთიდან შემოსულ მრავალრიცხოვან კოლონას მხარის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი ჩამოჰყვნენ.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე