loader

სულისშემძვრელი კადრები ცირკის ცხოველებზე, რომლებზეც ფიზიკურად ძალადობენ (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სულისშემძვრელი კადრები ცირკის ცხოველებზე, რომლებზეც ფიზიკურად ძალადობენ (+18)

ძნელი წარმოსადგენია, რომ ლამაზი საცირკო წარმოდგენების მიღმა ცხოველთა ტანჯვა-წამება იმალება. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ ვიდეოში ასახული ფაქტები ერთეული შემთხვევაა და ყველა ცირკს ეს არ ეხება. გთავაზობთ სულისშემძვრელ კადრებს, რომელთა ნახვა, შესაძლოა, ბევრისთვის შოკისმომგვრელი გახდეს, ამიტომ სუსტი ნერვებისა და ჯანმრთელობის მქონე ადამიანებს ვაფრთხილებთ, რომ კადრები მძიმე საყურებელია.

რუსეთის ერთ-ერთ ცირკში ცხოველების უფლებათა დამცველი სამუშაოდ იმ მიზნით მოეწყო, რომ გაეგო, როგორ ექცევიან მომთვინიერებლები ცხოველებს. გადაღებულ ვიდეო-მასალაში გარკვევით ჩანს, როგორ ძალადობენ ისინი ცხოველებზე.

რომელ ცირკზეა საუბარი და როდის მოხდა აღწერილი შემთხვევა, არ ხმაურდება. ასევე არ არის ცნობილი იმ მომთვინიერებლების ვინაობა, რომლებიც ცხოველებს ფიზიკურად უსწორდებიან.

ფარული გამოძიება ცირკში არსებულ ვითარებაზე ცხოველების უფლებათა დამცველი ორგანიზაცია "ვიტას" წარმომადგენელმა 2012-2013 წლებში ჩაატარა.