loader

ID ბარათის მოწინააღმდეგეებმა იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გამართეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ID ბარათის მოწინააღმდეგეებმა იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გამართეს

სასულიერო პირების ნაწილმა და მართლმადიდებელმა მრევლმა იუსტიციის სამინისტროსთან ელექტრონული პირადობის მოწმობების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, აქციის მთავარი მოთხოვნაა, ახალმა ხელისუფლებამ ალტერნატიული პირადობის მოწმობები დაუშვას.

აქციის მონაწილეებმა მიმართვის ტექსტიც გაავრცელეს. მიმართვა ეხება იუსტიციის სამინისტროს და მთავრობას. მასში აღნიშნულია, რომ სასულიერო პირები და მრევლი გამოხატავს წყენას 30 000 ხელმომწერის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო, ელექტრონული მოწმობების ალტერნატივასთან დაკავშირებით.

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია