loader

ვგრძნობთ, რომ ევროპა ჩვენი სახლია - ბიძინა ივანიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვგრძნობთ, რომ ევროპა ჩვენი სახლია - ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს მთავრობა დაჩქარებული ტემპებით შეასრულებს ევროპის საბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ჟან კლოდ მინიონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, პირველი ვიზიტის მიუხედავად, შეხვედრა განსაკუთრებით თბილ გარემოში წარიმართა და ურთიერთობებიც მარტივად განვითარდა. ერთობლივი განცხადებების ამსახველი ვიდეომასალა ბიძინა ივანიშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.

პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

იხილეთ: ბიძინა ივანიშვილს ფრანგული ესმის