loader

წმინდა სინოდის სხდომის გადაწყვეტილება საპატრიარქოში განმარტეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წმინდა სინოდის სხდომის გადაწყვეტილება საპატრიარქოში განმარტეს

საპატრიარქოში გამართული წმინდა სინოდის სხდომის შესახებ განცხადება გაკეთდა. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა სხდომის გადაწყვეტილება ჟურნალისტებს გააცნო.

წმინდა სინოდის დღევანდელი შეკრება წარმოადგენდა საგაზაფხულო სხდომას, რომელზეც განხილული იყო ორი საკითხი: პირველი ეხებოდა ეპარქიებში არსებულ მდგომარეობას. მეორე საკითხი ეხებოდა ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი დავითის თხოვნას.

როგორც მეუფემ აღნიშნა, მეუფე დავითმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პენსიაზე გასვლა ითხოვა. წმინდა სინოდის სხდომამ ამ საკითხზე იმსჯელა და თხოვნა პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. გადაწყდა, რომ ბოდბის ეპარქიის კათედრაზე დაინიშნოს ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი იაკობ იაკობაშვილი.

მეუფე გრიგოლის თქმით, გარდაბნის ეპარქია, რომელსაც მანამდე მეუფე იაკობი მართავდა, შეუერთდება მცხეთა-თბილისის ეპარქიას.

ჟურნალისტების მხრიდან დაისვა ასევე კითხვები ბოლო დროს აქტუალურ საკითხებზე, კერძოდ, ID-ბარათთან დაკავშირებით და ქართული ტაძრების მდგომარეობაზე ისტორიულ ტაო-კლარჯეთში.

მიტროპოლიტის თქმით, სინოდზე ბევრ საკითხზე საუბრობენ. ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე სინოდმა მიიღო დადგენილება. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, რომელზეც ეკლესიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, არ არსებობს აუცილებლობა, კვლავ და კვლავ ერთსა და იმავე საკითხზე იყოს მსჯელობა.