loader

დავითაშვილი ხან "მოქკავშირს" აეკიდა, ხან "ნაციონალებს", ახლა "ოცნებას" - მამუკა გიორგაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დავითაშვილი ხან "მოქკავშირს" აეკიდა, ხან "ნაციონალებს", ახლა "ოცნებას" - მამუკა გიორგაძე

რადიო "პალიტრის" (FM 103,9) გადაცემა "აქ და ახლას" ეთერში "სახალხო პარტიის" თავმჯდომარე მამუკა გიორგაძემ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დავასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

გიორგაძემ პრემიერ-მინისტრი სტრასბურგიდან კობა დავითაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა: "არ შეიძლება, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური აცხადებდეს სტრასბურგიდან, რომ სასტიკად ეჩხუბა ტელეფონით დეპუტატს. ეს მეტყველებს, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პრინციპი საერთოდ იგნორირებულია ჩვენს ქვეყანაში. ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, თუ რა განცხადებას გააკეთებს დავითაშვილი, რომელიც ასე იქცეოდა ყოველთვის. აეკიდებოდა ხან "მოქალაქეთა კავშირს", მერე "ნაციონალურ მოძრაობას", ახლა "ოცნებას". უნდა კომფორტი უზრუნველყოს, თან იმიჯი გაიკეთოს, მაგრამ ასე არ იქნება" - დასძინა მამუკა გიორგაძემ.

იხილეთ გადაცემის სრული ჩანაწერი