loader

ბიძინა ივანიშვილმა მიშელ პლატინის ბიზნესცენტრში უმასპინძლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა ივანიშვილმა მიშელ პლატინის ბიზნესცენტრში უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბიზნესცენტრში UEFA-ს პრეზიდენტს, მიშელ პლატინის შეხვდა. შეხვედრას საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანიც ესწრებოდნენ.

როგორც პრემიერის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ფეხბურთის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მიშელ პლატინიმ ბიძინა ივანიშვილს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

პლატინი სპორტის სასახლეში UEFA-ს ფუტსალის ოთხთა ფინალის გახსნას დაესწრება, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება.

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია