loader

ჩერნობილის ქართველი გმირები, რომლებიც ხან ახსოვთ - ხან არა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩერნობილის ქართველი გმირები, რომლებიც ხან ახსოვთ - ხან არა

დრო, რომ ყველაფრის მკურნალი არ არის, ყველაზე ნათლად დღეს ჩერნობილს ეტყობა. ატომური ენერგიის ისტორიაში მომხდარი ყველაზე დიდი ავარიის შემდეგ 27 წელი შესრულდა, თუმცა შედეგები და დასხივებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გამოსწორებულა.

დღეს ცოტამ თუ იცის, რომ ე.წ. "განადგურების ზონაში" რადიაციის წყაროების ჩასახშობად 600 000-მდე ლიკვიდატორი მუშაობდა და მათ შორის ათასობით ქართველი იყო. ისინი ძირითადად საბჭოთა ჯარში მომსახურე სამხედროები იყვნენ, რომლებიც მოტყუებით, ან თუნდაც უკითხავად მისიის მონაწილეებად იქცნენ.

მიღებული დასხივების შედეგად გასული წლების განმავლობაში 100-მდე ქართველი დაიღუპა. დღეისათვის რეგისტრირებული ჩერნობილელების რაოდენობა 986-ია, ყველა მათგანი I, ან II ჯგუფის ინვალიდია, რომლებიც საპენსიო დანამატის სახით 7 ლარს იღებენ.

იმ ფონზე, როცა ჯანდაცვა და სოციალური მიმართულებები ქვეყნის ახალი მთავრობის პრიორიტეტია, სათანადო ყურადღების მოლოდინი "ჩერნობილელებსაც" გაუჩნდათ. ეს მოლოდინი სრულიად დამსახურებულია, რადგან ისინი ჩვენი დროის გმირები არიან, რომლებიც ერთ დროს ჩვეულებრივი ქალაქივით ხან ახსოვთ და ხან არა.