loader

წყალტუბოს სანატორიუმიდან საბრძოლო მასალა ამოიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წყალტუბოს სანატორიუმიდან საბრძოლო მასალა ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად წყალტუბოში, სანატორიუმ "სამგურალი"-დან უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღეს.

ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი "ა-კა-ემი", რევოლვერის სისტემის უნომრო იარაღი, ოთხი მჭიდი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 109 საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის (სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) ფაქტზე მიმდინარეობს.