loader

"ბატონმა პრემიერმა ძალიან ინერვიულა 19 აპრილს" - ვანო მერაბიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბატონმა პრემიერმა ძალიან ინერვიულა 19 აპრილს" - ვანო მერაბიშვილი

"ნაციონალური მოძრაობა" მზად არის დასაქმების საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან ითანამშრომლოს - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ბიძინა ივანიშვილის "რუსთავი 2"-ის ეთერში გუშინდელი გამოსვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ პრემიერმა 19 აპრილის აქციის გამო ძალიან ინერვიულა.

მისი თქმით, ნებისმიერი ხელისუფლება ძალიან დიდ ყურადღებას უნდა აქცევდეს ხალხს, რომელიც ქუჩაში პროტესტით გამოდის. პარტიის გენერალური მდივნის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მზად არის ხელისუფლებას გაუზიაროს დასაქმებასთან დაკავშირებით შემუშავებული კონცეფცია და ითანამშრომლოს მასთან.

მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი გამოსვლით გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას არ სურს ოპოზიციასთან თანამშრომლობა. თუმცა მერაბიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება იძულებული გახდება ითანამშრომლოს საზოგადოებასთან და მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობასთან".