loader

ირაკლი ღარიბაშვილი ნერგების დარგვის აქციას შვილებთან ერთად შეუერთდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილი ნერგების დარგვის აქციას შვილებთან ერთად შეუერთდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ე.წ. "ხუდადოვის ტყის" ტერიტორიაზე ნერგების დარგვის აქცია მოეწყო. შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვილებთან ერთად და სამინისტროს სხვადასხვა განყოფილების თანამშრომლებმა კიპარისის 400 ნერგი დარგეს, რომელიც მათ გარემოს დაცვის სამინისტრომ უსასყიდლოდ გადასცა.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუერთდეს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მოწოდებას - თბილისში ყოველწლიურად დაირგოს ხის ნერგები. ამ აქციით შს სამინისტრო აქტიურად ჩაერთვება დედაქალაქის ეკოსისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობასა და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს აღდგენაში.