loader

მე და პრემიერ-მინისტრს გვაინტერესებს - შეგვიძლია, ნატო-ში შემოვიდეთ? - დავით უსუფაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მე და პრემიერ-მინისტრს გვაინტერესებს - შეგვიძლია, ნატო-ში შემოვიდეთ? - დავით უსუფაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს აინტერესებს პასუხი კითხვაზე, როდის შევა საქართველო ნატო-ში. ამ კითხვით დავით უსუფაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სემინარის მონაწილეებს მიმართა. პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში მთავრობის ცვლილების შემდეგ გატარებულ რეფორმებსა და მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, მთავრობა შეიცვალა, თუმცა ქვეყნის პრიორიტეტები უცვლელი დარჩა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ რეზოლუციასაც, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უმრავლესობისა და უმცირესობის შეთანხმების შედეგად საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარემ ამ დოკუმენტს მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს სერიოზული პრობლემები კოჰაბიტაციის პროცესში, ისევე, როგორც ყველა ახალგაზრდა დემოკრატიას.

"მინდა, ჩემი გამოსვლა დავასრულო ერთ ისტორიულ პროცესზე ხაზგასმით - ნატო-ს კარზე 10 წლის წინ პრეზიდენტმა შევარდნაძემ დააკაკუნა; დაახლოებით 5 წლის წინ პრეზიდენტ სააკაშვილს უთხრეს, რომ ეს კარი ღიაა. დღეს კი ჩვენ, მე და პრემიერ-მინისტრს გვაინტერესებს პასუხი კითხვაზე - შეგვიძლია, შემოვიდეთ? გთხოვთ, ადრე თუ გვიან ამ კითხვაზე გაგვეცით პასუხი", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.