loader

"საქართველოს ბანკში" ინკასაციას მოლარეები ახორციელებენ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველოს ბანკში" ინკასაციას მოლარეები ახორციელებენ?

23 აპრილიდან "საქართველოს ბანკის" საინკასაციო სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ბანკში დაგეგმილ რეორგანიზაციას აპროტესტებდნენ, რის შედეგადაც სამუშაოს მოცულობის გაზრდა და ანაზღაურების მნიშვნელოვანი შემცირება ემუქრებოდათ.

საპროტესტო აქციაზე გამოსული საინკასაციო სამსახურის თანამშრომლები დაცვის პოლიციამ ჩაანაცვლა. როგორც "საქართველოს ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სოფო ბალავაძე იუწყებოდა, საინკასაციო მომსახურებას დაცვის პოლიცია შეუფერხებლად და უსაფრთხოდ ახორციელებდა.

თუმცა როგორც ინფორმირებული წყარო იუწყება, დაცვის თანამშრომლებს ინკასაციის სრულყოფილად შესასრულებლად ბანკის მოლარეც დაჰყვებათ თან. ამის ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც "პალიტრა ტვ"-ს წყარომ მოაწოდა, მეტრო "300 არაგველის" მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული. მასალაში ჩანს დაცვის პოლიციის ორი თანამშრომელი, რომლებიც საინკასაციო პროცედურების შესასრულებლად მეტროში განთავსებულ ბანკის ფილიალში მოლარე ქალბატონს მიაცილებენ.