loader

რუსთავში შეიარაღებული დაჯგუფების დაკავებისას ერთ-ერთი თავდამსხმელი დაიჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავში შეიარაღებული დაჯგუფების დაკავებისას ერთ-ერთი თავდამსხმელი დაიჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტზე ოთხი პიროვნება: წარსულში ნარკოდანაშაულისა და ყაჩაღობისათვის ნასამართლევი გიორგი ვ, წარსულში ხულიგნობისთვის ნასამართლევი ანზორ შ, წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი მიხეილ პ. და დავით ა. ცხელ კვალზე დააკავეს.

ბრალდებულები რუსთავში, დავით-გარეჯის ქუჩაზე, მარკეტ "გარეჯში" შეიჭრნენ და ცივი იარაღის მუქარით გამყიდველს ფული მოსთხოვეს.

სამართალდამცველებმა ორი ბოროტმოქმედი შემთხვევის ადგილზე, ხოლო დანარჩენი ორი - მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

დაკავებისას, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისას ერთ-ერთი თავდამსხმელი გიორგი ვ. ფეხის არეში დაიჭრა.

გამოძიება ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე–2 ნაწილის "ა" და "ბ" პუნქტებით, რაც 6-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).