loader

ხონში მიხეილ სააკაშვილის ფოტო დაწვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხონში მიხეილ სააკაშვილის ფოტო დაწვეს

ხმაური იყო ხონის რაიონის გამგეობის შენობაში. რამდენიმე აქტივისტმა "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატის კაბინეტში შეჭრა მოახერხა. მათ ჩამოხიეს "ნაციონალური მოძრაობის" პლაკატები და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სურათთან ერთად დაწვეს. ხონელების პროტესტის მიზეზი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა, რომელიც მათი მტკიცებით, 2008 წელს, ომის დროს, ხონის საკრებულოს წევრმა ლევან ბობოხიძემ შეიძინა და ახლა მათი შენობიდან გასახლებას აპირებს.

პროტესტს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის თანამშრომლები, მოსწავლეთა წრის წევრების მშობლები და "ქართული ოცნების" მხარდამჭერები გამოხატავენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სასახლის გასხვისება უკანონოდ მოხდა და ისინი შენობის დათმობას არ აპირებენ.