loader

1 მაისიდან თბილისი-მახინჯაურის მიმართულებით ჩინური მატარებელი ივლის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

1 მაისიდან თბილისი-მახინჯაურის მიმართულებით ჩინური მატარებელი ივლის

1 მაისიდან თბილისი-მახინჯაურის მიმართულებით ახალი, ჩინური წარმოების 4-ვაგონიანი მატარებელი ივლის. მატარებლის პრეზენტაცია თბილისის რკინიგზის სადგურზე გაიმართა. "საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, კოკა გუნცაძის განცხადებით, ახალი მატარებელი თანამედროვე სტანდარტებით არის აგებული. მატარებლით მგზავრობა უფრო კომფორტული იქნება, ვიდრე აქამდე იყო.

შემადგენლობა 300 მგზავრზეა გათვლილი და სრულ მარშრუტს 5 საათსა და 45 წუთში დაფარავს. 1 ივნისიდან მგზავრებს თბილისიდან მახინჯაურამდე ერთი მიმართულებით მგზავრობა 18 ლარი დაუჯდებათ.

ახალი მატარებლის პირველი მგზავრები რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ჟურნალისტები იყვნენ.