loader

მთავრობის წევრები ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელ სწავლებას დაესწრნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთავრობის წევრები ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელ სწავლებას დაესწრნენ

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსების 22 წლისთავთან დაკავშირებით საჩვენებელი საველე ტაქტიკური სწავლება "ისარი 013" გაიმართა.

საჩვენებელ სწავლებას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი და მინისტრთა კაბინეტის თითქმის ყველა წევრი.

საჩვენებელი სწავლება დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა. სწავლების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი სამხედროებს პირადად მიესალმა.

სწავლების მიმდინარეობისას სპეციალური ოპერაციული ძალების სამხედროებმა თავდაპირველად სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლთა შერჩევის ეტაპები აჩვენეს, შემდეგ კი ჩასაფრების, დევნა-გადარჩენის, საცეცხლე მომზადების და ძალთა გამოყვანის ამოცანები განახორციელეს.

დღევანდელ სწავლებაში გამოყენებული იყო ავიაცია, არტილერია, ასევე, საქართველოში წარმოებული ჯავშანტექნიკა "დიდგორი" და "ლაზიკა". სპეციალური ოპერაციების ძალები ყოველთვის მზად არიან საქართველოს გულისთვის ნებისმიერ ადგილზე საბრძოლო მდგომარეობაში მონაწილეობისთვის", - განაცხადა სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, მაიორმა დიმიტრი კიკნაძემ.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე