loader

პატრიარქი მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე, სადაც საპატიო აკადემიკოსები აირჩიეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრიარქი მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე, სადაც საპატიო აკადემიკოსები აირჩიეს

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საპატიო აკადემიკოსებად მწერალი ჭაბუა ამერეჯიბი (ბერი დავითი), მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მედიკოსი სერგეი მირონოვი აირჩიეს.

აკადემიის საერთო კრებას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ესწრებოდა.

უწმინდესი მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსია. პატრიარქმა აკადემიკოსებს მიმართა და დასახელებული კანდიდატების მიმართ საკუთარი მხარდაჭერა გამოხატა.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ ჭაბუა ამერეჯიბი არის ეტალონი სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანის, მან ბევრი რამ გააკეთა კეთილი და დღესაც აკეთებს. უწმინდესმა აღნიშნა, რომ ჭაბუა ამირეჯიბის, იგივე ბერი დავითის სულიერი ინტელექტი იმდენად მაღალია, რომ ახლახან იგი ბერად აღიკვეცა და ეწოდა ბერი დავითი.

უწმინდესმა ისაუბრა ასევე მერაბ ბერძენიშვილის შესახებაც და აღნიშნა, რომ მსოფლიოში ცნობილი მოქანდაკეა და ღირსია ამ წოდების.

სერგეი მირონოვთან დაკავშირებით პატრიარქმა განაცხადა, რომ მას ჰყავს ქართველი მეუღლე, რძალი და ძალიან უყვარს საქართველო.