loader

ყაჩაღობის ბრალდებით პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყაჩაღობის ბრალდებით პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით ირაკლი ს. და წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პაატა ფ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 2013 წლის 24 აპრილს თბილისში ნუცუბიძის მე-2 მ/რ სადისტრიბუციო ავტომანქანის მძღოლი ნუგზარ ნარინდოშვილი დააყაჩაღეს. ბრალდებულებმა მას ცივი იარაღის მუქარით 885 ლარი და მობილური ტელეფონი გასტაცეს.

სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად პაატა ფ. რუსთაველის გამზირზე, ხოლო ირაკლი ს. დიღმის მასივში დააკავეს.

დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).