loader

გურჯაანში სტიქიის შედეგების დამთვლელი კომისიის წევრები დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გურჯაანში სტიქიის შედეგების დამთვლელი კომისიის წევრები დააკავეს

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: იორამ ო, ბესიკ ბ. და გიორგი დ. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ და სამუშაო ჯგუფის ორმა წევრმა კეთილსინდისიერად არ შეასრულეს მათზე დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ, არ შეისწავლეს კონკრეტული ნაკვეთების ოდენობა და დაზიანების ხარისხი. ისინი, პირადი გამორჩენის მიზნით, თავიანთ ახლობლებსა და ასევე, სხვა დაზარალებულ მოქალაქეებს გაურიგდნენ და ზარალის კომპენსაციის თანხები არამიზნობრივად განკარგეს.

დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველო აწარმოებს.