loader

"ხელმოტეხილთა კლუბის" შეკრება - მიხეილ სააკაშვილი ჯონ კერის შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხელმოტეხილთა კლუბის" შეკრება - მიხეილ სააკაშვილი ჯონ კერის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის შეხვდა. შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა. პრეზიდენტის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საუბრის მთავარი თემა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების გაღრმავება იყო.

სახელმწიფო მდივანმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ წვლილისთვის, რაც საქართველოს ავღანეთის მისიაში შეაქვს. ასევე, დემოკრატიული წინსვლისკენ გადადგმული იმ დიდი ნაბიჯისთვის, რაც ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემაში გამოიხატა არჩევნების შემდეგ. ჯონ კერიმ საქართველოს პრეზიდენტს პირადი, ძლიერი მხარდაჭერა აღუთქვა იმ პოლიტიკის მიმართ, რომელიც საქართველოში ბოლო პერიოდში ხორციელდებოდა.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა კვლავაც გამოხატა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილი და ამ თვალსაზრისით, ყურადღება აშშ-ის მხარდაჭერის აუცილებლობის თაობაზე გაამახვილა.

შეხვედრის დასასრულს გაირკვა, რომ ველოსიპედის ინციდენტის მსხვერპლი რამდენიმე წლის წინ ჯონ კერიც გახდა, რომელმაც ველოსიპედით სეირნობისას ლავიწის ძვალი გაიტეხა. საქართველოს პრეზიდენტმა სიცილით აღნიშნა, რომ ის მარტო არ არის "ხელმოტეხილთა კლუბში": "ვიღაცეებმა გამაკრიტიკეს ველოსიპედით სეირნობისთვის, მაგრამ ხედავთ? არსებობენ პატივსაცემი ადამიანები, რომლებიც ასეთ მდგომარეობაში მოხვედრილან. მათ შორისაა ნატო-ს გენერალური მდივანიც. ასე რომ, კარგი კლუბის წევრი ვარ".

იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე