loader

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 15.12 საათზე გადმოვიდა. სასწაული კიდევ ერთხელ განმეორდა. საფლავთან შეკრებილი მრევლისთვის წმინდა ცეცხლი, რომლის გარდამოსვლასაც მორწმუნენი დღეს დილიდან ელოდებოდნენ, იერუსალიმის მართლმადიდებელთა პატრიარქმა, თეოფილემ გამოიტანა. ათასობით მორწმუნე ცეცხლს ერთმანეთს უნაწილებს.

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში, უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 15.08 საათზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა საგანგებო ლოცვები შეასრულა.

ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.


იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია