loader

სააღდგომოდ ავღანეთიდან მე-12 ბატალიონის ბოლო ნაკადი დაბრუნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სააღდგომოდ ავღანეთიდან მე-12 ბატალიონის ბოლო ნაკადი დაბრუნდა

I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი სამშობლოში სრულად დაბრუნდა. მე-12 ბატალიონის სამხედროები ავღანეთში 6 თვის განმავლობაში ISAF-ის მისიის ფარგლებში წარმატებით ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას.

დღეს ისინი უკვე ოჯახებს დაუბრუნდნენ. სამშვიდობოებს აეროპორტში საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები და ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დახვდნენ და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს. ავღანეთის საერთაშორისო მისიიდან დაბრუნებული უფროსი სერჟანტი დიმიტრი ტაბატაძე და კაპრალი ვაჟა ტაბატაძე ოჯახში მოულოდნელად მივიდნენ. მამა-შვილი ტაბატაძეები ბაზა "შუკვანზე" ერთად მონაწილეობდნენ ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციაში. მე-12 ბატალიონი ავღანეთში როტაციის წესით IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.

ასევე იხილეთ:

"ე, ბიჭო" - ქართულად ალაპარაკებული ავღანელი პატარები და საჩუქრები ქართული მისიისგან

მოულოდნელი სიხარული ჯარისკაცების ოჯახებში - ავღანეთიდან კიდევ ერთი ნაკადი დაბრუნდა

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია