loader

"მე არ ვარ უჭკუო" - რაში დაეხმარა გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე არ ვარ უჭკუო" - რაში დაეხმარა გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილს

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სამი-ოთხი ბიზნესმენისგან სახელმწიფო საკუთრების დაბრუნებაში გია ხუხაშვილი დაეხმარა, - ამის შესახებ ივანიშვილმა "გურია ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა. პრემიერი გადაჭარბებულად მიიჩნევს განცხადებებს, თითქოს მას "ვიღაც ჭკუას ასწავლის". "მე არ ვარ თვითონ უჭკუო. საკმაოდ კარგი ორგანიზატორი ვარ და თვითონ ვახერხებ ყველაფერს. ყველას თავისი ადგილი აქვს ჩემს გუნდში", - აღნიშნა ივანიშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ გულისხმობს ამაში გია ხუხაშვილს, პრემიერმა განმარტა, რომ "ხუხაშვილსაც ძალიან კარგი ადგილი აქვს გუნდში", მას აქვს თავისი სფერო და ეხმარება ივანიშვილს.

ბიძინა ივანიშვილი გამორიცხავს, რომ გია ხუხაშვილი რაიმე ბიზნესს ლობირებდეს. "გია ხუხაშვილს მე დავავალე, რაც რამდენიმე კომპანიასთან იყო დასალაგებელი, ვინც სახელმწიფო ბიზნესით იყვნენ დაკავებული და ეს მოვაგვარეთ, დავარეგულირეთ. უწესიერესი ადამიანია, გამორიცხულია, რომ რაიმე იკადროს და მერე, მეც არ გავაჩერებ ასეთს ჩემს გვერდით", - განაცხადა ივანიშვილმა.

იხილეთ "გურია ნიუსის" ინტერვიუ სრულად

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია