loader

ლიმუზინში გაჩენილ ხანძარს პატარძალი და ხელისმომკიდეები ემსხვერპლნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლიმუზინში გაჩენილ ხანძარს პატარძალი და ხელისმომკიდეები ემსხვერპლნენ

ლიმუზინში გაჩენილ ხანძარს, ე.წ. დევიშნიკზე მიმავალი პატარძალი და მისი ოთხი მეგობარი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა სან ფრანცისკოში მოხდა. მანქანას, რომელშიც მძღოლი და ცხრა გოგონა იჯდა, მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა. ავტომობილის მძღოლმა და ოთხმა მგზავრმა მანქანიდან გადასვლა მოასწრეს, 31 წლის პატარძალი ნერიზა ფოხასი და მისი ოთხი მეგობარი, მათ შორის ორი ხელისმომკიდე, ცეცხლს ემსხვერპლნენ.

თვითმხილველების თქმით, ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანაში დარჩენილი ადამიანების დახმარების მცდელობაც კი ამაო იქნებოდა.

31 წლის პატარძალი დასაქორწინებლად ფილიპინებში გამგზავრებას გეგმავდა. ამიტომ გამგზავრებამდე მეგობრები შეკრიბა და ნიშნობის აღნიშვნას აპირებდა.

გამოძიებას ჯერ არ დაუდგენია, რა მიზეზით გაჩნდა ცეცხლი ლიმუზინის საბარგულის ნაწილში.